ავტორი:

"საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ძალიან დიდ ჯგუფთან" - გია ვოლსკი

"საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ძალიან დიდ ჯგუფთან" - გია ვოლსკი

არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ გამათავისუფლებელი ჯარი გამოემართება კეზერაშვილის ფინანსური მხარდაჭერით, თუ პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი იქნება არჩეული.

„საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა, თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, რომელიც პერიოდულად აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაზოხისტურ საქმიანობას ეწევა საკუთარი თავის დაზიანების მიზნით და ყველამ ზუსტად იცის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, „ვივამედს“ გააჩნია ის რესურსი, რომელიც საჭიროა მკურნალობისთვის.

არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია.

მეორე მხრივ, არის პოლიტიკური პროცესი, რომლითაც ხასიათდება რადიკალური ოპოზიცია - დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ განმათავისუფლებელი ჯარი გამოემართება კეზერაშვილის ფინანსური მხარდაჭერით, თუ პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი იქნება არჩეული. ეს ორი შიდა საკითხია, რომელსაც დღეს რადიკალური ოპოზიცია ავითარებს, სამწუხაროდ, ოჯახის და დედის მონაწილეობით, რომელმაც ხელებიც კი გაშალა მაშინ, როდესაც უთხრეს, რომ პატიმრის შესაბამისი კვებაა საჭირო და ყურადღება სჭირდება.

არსებობს უფრო დიდი გლობალური პროცესი, მთავარი ამოცანა, რითაც უნდათ, რომ დასავლეთს თავი მოაწონონ, თითქოს, ისინი დემოკრატიული განვითარებისთვის იბრძვიან და რეალურად მზად არიან საქართველო ჩართონ საომარ მოქმედებებში, თუ ეს წარმოადგენს გარკვეულ საერთო ინტერესებს, ამისთვის ითხოვენ დახმარებას.

ეს თაღლითური მანიპულაციები, გააფთრებული ბრძოლა ყველა მეთოდის გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიუთითებს იმაზე, რომ არათუ არაჯანსაღ ძალასთან გვაქვს საქმე, არამედ მიუთითებს, რომ ეს არის მავნებელთა გაერთიანება, რომლებიც არ თაკილობენ არც თაღლითობას და არც უტიფრობას“, - აღნიშნავს ვოლსკი.