ავტორი:

"რუსეთისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლების მინიჭება ნიშნავს იმის თქმას, რომ ტერორი, შეიძლება, რაღაცნაირად მისაღები იყოს" - ზელენსკი

"რუსეთისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლების მინიჭება ნიშნავს იმის თქმას, რომ ტერორი, შეიძლება, რაღაცნაირად მისაღები იყოს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ "ტერორი რაღაცნაირად მისაღებია“.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები ასპარეზობაზე და მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში, არის მცდელობა, უთხრან მსოფლიოს, რომ ტერორი, შეიძლება, რაღაცნაირად მისაღები იყოს. თითქოს შესაძლებელია თვალის დახუჭვა იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს ხერსონში, ხარკოვში, ბახმუტსა და ავდიივკაში.მაშინ, როცა პარიზის ოლიმპიადისთვის ვემზადებით, უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა ვერ გამოიყენოს ის, ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიება აგრესიის ან მისი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას დააყენა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეუძლიათ ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა, რის შემდეგაც უკრაინა დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილების უფლებას მისცემენ, ისინი ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებენ.