გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
"დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
16 იანვარს გელათის მონასტრის კელიაში ხანძრი გაჩნდა. მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა, ხოლო არქიმანდრიტმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
ის ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობდა.