ავტორი:

"არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით" - ნიკა მელია

"არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მელია იმედოვნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის მართვას "ღირსებით და სიმართლით მოახერხებს“.

"არჩევნები შედგა. მას ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული და ვულოცავ ამ შედეგს - ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით. მინდა იმედი მქონდეს, რომ ის ამას მოახერხებს“, - განაცხადა მელიამ.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ის "ამ ბრძოლაში რჩება“.

ასევე იხილეთ: