ავტორი:

ხულოში, რძალი დედამთილს სახლის მეორე სართულიდან გადაგდებაში ადანაშაულებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

ხულოში, რძალი დედამთილს სახლის მეორე სართულიდან გადაგდებაში ადანაშაულებს: რა დეტალები ხდება ცნობილი

ხულოში რძალი დედამთილს სახლის მეორე სართულიდან გადმოგდებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25.GE-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩამოვარდნის შედეგად ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, მას ძალადობის კვალიც აღენიშნება. რძლის თქმით, მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადმოაგდო.

შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოხდა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

TV25.GE-ის ინფორმაციით, ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სისხლის სამართლის დანაშაულს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.