თინეიჯერების კერპად ქცეული გმირის, უენსდი ადამსის როლის პირველი შემსრულებელი, ლიზა ლორინგი გარდაიცვალა

თინეიჯერების კერპად ქცეული გმირის, უენსდი ადამსის როლის პირველი შემსრულებელი, ლიზა ლორინგი გარდაიცვალა

საკულტო სატელევიზიო შოუს, "ადამსების ოჯახის“ მსახიობი, ლიზა ლორინგი 64 წლის ასაკაში ინსულტმა იმსხვერპლა. როგორც ლიზას მეგობარი, ლორი ჯეიკობსონი იტყობინება თავის "ფეისბუქპოსტში", ის ბოლო 3 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აპარატზე ჰყავდათ შეერთებული:

"უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ ჩვენი მეგობრის, ლიზა ლორინგის გარდაცვალებას. 4 დღის წინ მას უმძიმესი ინსულტი ჰქონდა, რაც მოწევამ და მაღალმა არტერიულმა წნევამ გამოიწვია.“

გავრცელებული ინფორმაციით, ლორინგის ოჯახმა მისი აპარატიდან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, მსახიობი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

"ის პოპ კულტურასა და ჩვენს გულებში სამუდამოდ უენსდეი ადამსად დარჩება“, - წერენ მეგობრები.

ლორინგი, "ადამსების ოჯახის" სატელევიზიო შოუში მონაწილეობისას 5-6 წლის იყო. გადაღებები 1964-1966 წლებში მიმდინარეობდა და ეს ჩარლზ ადამსის კარიკატურების პირველ ადაპტაციას წარმოადგენდა.

ლიზას ორი ქალიშვილი დარჩა - მარიანა და ვანესა, ასევე შვილიშვილები: ემილიანა და ჩარლზი. "მშვიდობით წავიდა, ორივე დედას გვერდით ვიყავით“,- განაცხადა ლორინგის ქალიშვილმა Variety-სთან.

ლიზა ლორინგმა 3 წლის ასაკიდან დაიწყო მოდელობა და მალევე მიიღო პირველი სატელევიზიო როლი სამედიცინო დრამა Dr. Kildare-ში. მას შემდეგ, რაც უენსდეი ადამსის როლი შეასრულა, ის სიტკომებსა და საპნის ოპერებშიც იღებდა მონაწილეობას. ის მსახიობ ჯერი ბატლერზე იყო დაქორწინებული, თუმცა წყვილი 1992 წელს გასცილდა ერთმანეთს.

შეგახსნებთ, უენსდი ადამსი ყველასათვის საყვარელი და ცოტათი უცნაური, ადამსების ოჯახის ერთ-ერთი წევრია. ჩარლზ ადამსის მიერ შექმნილი პერსონაჟები ეკრანზე აქამდე არაერთხელ გაცოცხლებულა, თუმცა ტიმ ბარტონის მიერ გადაღებული ბოლოს სერიალის შემდეგ ეს გმირი განსაკუთრებულად პოპულარულია, რომელსაც ჯენა ორტეგა ასახიერებს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა