ავტორი:

სულ ცოტა 25 გარდაცვლილი და 140 - მდე დაშავებული - პაკისტანში, ერთ-ერთ მეჩეთში, სავარაუდოდ, კამიკაძე მკვლელმა აიფეთქა თავი

სულ ცოტა 25 გარდაცვლილი და 140 - მდე დაშავებული -  პაკისტანში, ერთ-ერთ მეჩეთში, სავარაუდოდ, კამიკაძე მკვლელმა აიფეთქა თავი

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთი ააფეთქეს, რომელსაც, ბოლო მონაცემების მიხედვით, სულ ცოტა 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 140 კი დაშავდა. პეშავარის პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებაში დამნაშავე კამიკაძე ტერორისტია.

"ამ დროისთვის, მეჩეთში სალოცავად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე მომლოცველი ქვეშ მოიყოლა“, - განაცხადა პეშავარის პოლიციის ოფიცერმა, სიკანდარ ხანმა.

როგორც aljazeera იტყობინება, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა აფეთქება დაგმო და ხელისუფლებას მოუწოდა, დაზარალებულთათვის საუკეთესო სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს. ასევე, მან პირობა დადო, რომ აფეთქების მოწყობის უკან მდგომთა წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განახორციელებდა.

At least 17 people have reportedly been killed and dozens injured after a bomb blast at a busy mosque in Pakistan's Peshawar, say local officials ⤵️

🔗: https://t.co/R5q74scIjW pic.twitter.com/YWynAHGu00
— Al Jazeera English (@AJEnglish) January 30, 2023

პეშავარში, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარე ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მდებარეობს, ხშირია თავდასხმები. გასული წლის მარტში, მეჩეთში თავი კიდევ ერთმა კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა და შედეგად, 64 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა