ავტორი:

"ბორის ჯონსონმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა" - პესკოვი

"ბორის ჯონსონმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა" - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

"ის, რაც ჯონსონმა თქვა, არ იყო სიმართლე, უფრო ზუსტად, ეს იყო ტყუილი", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას "მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა".

ასევე იხილეთ: