ავტორი:

რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

რატომ უნდა წაიკითხოთ ანტიკური კლასიკა - ლეგენდებით მოცული ავტორი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

და ისევ, მოგზაურობა წარსულში...

ბავშვობიდან ყოველთვის მხიბლავდა ანტიკური ისტორიები ძველ ბერძნებზე, სლავებზე, რაინდებზე... დიალოგები მე-18 და მე-19 საუკუნეების პერსონაჟებს შორის და ბევრად უფრო ადრეული ლიტერატურა, თავისი მისტიკის საბურველით. საინტერესო იყო იმ უფსკრულის გააზრებაც, რაც იმ პერიოდის ხალხს სამყაროს ცოდნის მიმართ ჰქონდა.

მხოლოდ ანტიკური ნაწარმოებების კითხვისას შეიძლება გაიგო, რა აღელვებდათ მაშინ ადამიანებს, როგორ გამოხატავდნენ საკუთარ თავს, რა იცოდნენ და რა არ იცოდნენ, რა იყო რეზონანსული მათ საზოგადოებაში...

კლასიკა არის წიგნი, რომელიც არასოდეს ამთავრებს სათქმელს.

არიან უდიდესი კლასიკოსები, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ილექებიან მეხსიერების ღრმა ნაოჭებში და არაცნობიერის სახით ინიღბებიან. ამიტომაც ღირს, ისინი ხელახლა წავიკითხოთ ზრდასრულ ასაკში. მაშინაც კი, თუ წიგნები იგივე დარჩება. წიგნები არ იცვლებიან, მაგრამ ჩვენ ვიცვლებით და მათთან შეხვედრა სრულიად ახალი ემოციების მომტანია. კლასიკის ყოველი ხელახალი წაკითხვა ისეთივე მოგზაურობა და აღმოჩენაა, როგორც პირველი წაკითხვა. აღქმა იცვლება ჩვენი პიროვნული სიტუაციიდან, ახალი გამოცდილებიდან, იმდროინდელი ცხოვრების წესიდან...

ევრიპიდე ძველი ბერძენი დრამატურგი იყო, რომელმაც პირველმა აჩვენა თავის ნაშრომებში, რომ ცხოვრებაში ფსიქოლოგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბედისწერა და ღვთიური განგება. როგორც ცნობილია, ის სალამისში დაიბადა. მამამისი მდიდარი და პატივსაცემი კაცი იყო. ევრიპიდე ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად. მისი ოჯახი მრუშობის გამო ინგრეოდა.

ევრიპიდეს პირველი პიესა იყო „პელიადა“, რომელიც სცენაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 455 წელს გამოვიდა. პირველი პრემია მან ჯერ კიდევ ძვ.წ 441 წელს მოიპოვა.

ევრიპიდეს გმირებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, აქვთ ძალიან რთული ხასიათი და ამაღლებული გრძნობები, ვნებები, აზრები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დანაშაულთან. მაგალითად, მედეას გაუსაძლისი ტანჯვა ამავე სახელწოდების ტრაგედიაში, მიიყვანს მას სისხლიან სისასტიკემდე. ის კლავს საკუთარ შვილებს ოდნავი სინანულის გარეშე.

ევრიპიდე ცდილობდა დაეფიქრებინა მაყურებელი. მისი ბოროტების პირისპირ აღმოჩენილი გმირები, ამ ბოროტებას ზებუნებრივ, დემონურ ძალად კი აღარ აღიქვამენ, არამედ საკუთარი არსებობის ნაწილად, მაგრამ მათ ისიც იციან, რომ ზებუნებრიობის იდუმალებას მოკლებული ეს ძალა კიდევ უფრო საშიში და შემაძრწუნებელია.

ევრიპიდეს გარდაცვალების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ევრიპიდე გარდაიცვალა პოეტების შეთქმულების შედეგად, რომლებსაც მისი შურდათ და მოისყიდეს მსახური, რომ სამეფო ძაღლები მიესია. სხვა ლეგენდების თანახმად, ევრიპიდე ძაღლებმა კი არა, ქალებმა „დაგლიჯეს“, როცა ღამით კრატერთან პაემანზე მიიჩქაროდა. სხვა ვერსიით, ევრიპიდე უნდა შეხვედროდა ნიკოდიკეს, არეთის მეუღლეს. სიკვდილის თანამედროვე ვერსია უფრო ამქვეყნიურია - 75 წლის ევრიპიდეს სხეულმა უბრალოდ ვერ გაუძლო მაკედონიაში მკაცრ ზამთარს.

ევრიპიდეს ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ტრაგედია შექმნილია პელოპონესოსის ომის პერიოდში. რამდენადაც მისი შემოქმედების ლია უმთავრესი თავისებურება თანადროულობაა, ტრაგედიებში იოლად შეუმთავრესი შენიშნავს მკითხველი ჰეროიკულ-პატრიოტულ მოტივებს, სპარტასადმი ნიშნავს მტრულ დამოკიდებულებას, ათენური დემოკრატიის კრიზისის ამსახველ სცენებს, რელიგიური ცნობიერების კრიტიკას და ა.შ.

ევრიპიდე თეატრის სცენიდან ლამობდა ეჩვენებინა თავისი მაყურებევრიპიდე მაყურებლისთვის, თუ რაოდენ ამაღლებულია ლისთვის, სამშობლოსათვის თავგანწირვის გრძნობა.

გამომცემლობა “პალიტრა L” ევრიპიდეს ორ ტომეულს გამოსცემს. პირველი ტომი, რომელიც 7 ნაწარმოებს (ალკესტისიალკესტისი; მედეა; ჰერაკლიდები; ჰიპოლიტოსი; ანდრომაქე; ჰეკაბე და მავედრებელი ქალები) 30 იანვარს გამოვა და სპეციალურ ფასად - 16 ლარად გაიყიდება. წიგნის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში და ონლაინ.

ავტორი: თეა ინასარიძე