ავტორი:

"ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს" - კობა ნაყოფია

"ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს" - კობა ნაყოფია

კობა ნაყოფია აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, რჩება პარტიის რიგით წევრად და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.

“მე ჯერ კიდევ გახლავართ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან, ალბათ, აღარ ვიქნები. ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, მანამდე ვრჩები პარტიაში, ეს გარდაუვალია და არც განიხილება. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის“, - განაცხადა მან "მთავარის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, არჩევნების შედეგად, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.