ავტორი:

"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას ხმოვანი ჩანაწერები "მეგობრული ჩათიდანაა" გავრცელებული. მისივე ცნობით, ჩათში იყვნენ თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ხოლო ჩანაწერი 2016 წლისაა (ცნობისთვის საუბარია აუდიოჩანაწერზე, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს). შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინასაარჩევნო კამპანიისას, გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც თავმჯდომარეობის კანდიდატი მელია სააკაშვილს აგინებდა.

აღნიშნულ თემაზე ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" წერს:

"სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება - ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში - ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ). რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო - ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად - როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვეძახი? - ამ კითხვით. მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა - პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო. ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა, ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს. ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო. ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ - გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს. ასეთი სამარცხვინოები არიან. უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე - ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები - მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.