ავტორი:

Morpheus 8 - აპარატი გაახალგაზრდავების უნიკალური შესაძლებლობებით უკვე "ნეო-ნეოშია"

Morpheus 8 - აპარატი გაახალგაზრდავების უნიკალური შესაძლებლობებით უკვე "ნეო-ნეოშია"

თუ ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და მუდმივად ფორმაში ყოფნაზე ზრუნავთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ „ნეო-ნეო“ ის ესთეტიკური ცენტრია, რომელიც მიზნის მიღწევაში მარტივად და ეფექტურად გეხმარებათ. კლინიკას, რომელიც მომხმარებლებს ინოვაციური სერვისებითა და ორიგინალი აპარატურით ანებივრებს, ამჯერადაც განსაკუთრებული სიახლე აქვს. ინოვაციური აპარატი Morpheus 8 მომხმარებლებს გაახალგაზრდავების სრულიად ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

Morpheus 8 მინიმალურად ინვაზიური ფრაქციული აპარატია. ის პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე და ეფექტური ალტერნატივაა, რომლის პროცედურებიც კანს 10 წლით აახალგაზრდავებს.

აპარატი აერთიანებს რადიოსიხშირულ ტექნოლოგიას, მოოქროვილ ნემსაა და ფრაქციულ მკურნალობას კანის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად.

თანამედროვე ესთეტიკურ ინდუსტრიაში Morpheus 8-ს იყენებენ, როდესაც საჭიროა:

  • ლიფტინგი და ნაოჭების გასწორება
  • სახისა და სხეულის კონტურის გაუმჯობესება და გამოკვეთა
  • სახის კანისა და სტრუქტურის გაუმჯობესება
  • აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოშორება
  • სხეულზე მოდუნებული კანის მოცილება

Morpheus 8-ის ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან მისი პოლიმერული დაფარვის 24 მახვილი ნემსი დაფარულია გამომავალი ელექტროდით, რითაც დასამუშავებელი ზონის თანაბარ გათბობას უზრუნველყოფს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო, თუმცა პაციენტები თვალსაჩინო შედეგს პირველივე ვიზიტის შემდეგ აღნიშნავენ.

აპარატი რეკომენდებულია FDA-ის მიერ. ის ძალიან პოპულარულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში. საქართველოში კი Morpheus 8 სიახლეა, რომელმაც „ნეო-ნეოს“ სხვა აპარატებისა და პროცედურების მსგავსად მალევე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება.

„ნეო-ნეო“ წლებია, მომხმარებლების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს. ესთეტიკური ცენტრის სტრატეგიის ნაწილია, რომ სილამაზესა და ჯანმრთელობას თანაბარი ყურადღება უნდა მიაქციოს. სწორედ ამიტომ მის მიერ შეთავაზებული თითოეული სერვისი ინოვაციური და ეფექტურია, ცენტრში არსებული თითოეული აპარატი კი - ორიგინალი და მაღალტექნოლოგიური.

„ნეო-ნეოს“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მომხმარებლებს მათთვის საჭირო მომსახურების შერჩევაშიც ეხმარებიან.

R