ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი, 54 წლის მარკ ენტონი დაქორწინდა. მისი რჩეული 31 წლით უმცროსი, პარაგვაელი მოდელი, 23 წლის ნადია ფერეირაა.

წყვილის ქორწინების შესახებ გამოცემა Hola! წერს. მათი ინფორმაციით, ქორწილის ცერემონია მაიამის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ქორწილს ცნობილ ადამიანებთან ერთად მაიამის მერიც ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყვნენ სალმა ჰაიეკი, ლინ მანუელ მირანდა, ლუის ფონსი, ბეკჰემების ოჯახი. მართალია, ქორწილის ოფიციალური ფოტო ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მოდელს Galia Lahav-ის დიზაინით შექმნილი საქორწილო კაბა ეცვა, ხოლო მარკ ენტონს Christian Dior-ის კოსტიუმი. გავრცელდა ქორწილიდან პაპარაცული ფოტოებიც.

მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას რომანის შესახებ საზოგადოებისთვის 2022 წლის მაისში გახდა ცნობილი. მას შემდეგ წყვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოებს.

2022 წლის ნოემბერში ლას ვეგასში ლათინური გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩდნენ.

ცნობისთვის, მარკ ენტონი ნადიამდე სამჯერ იყო დაქორწინებული. სხვადასხვა დროს მისი ცოლები იყვნენ დაიანარა ტორესი, შენონ დე ლიმა და ჯენიფერ ლოპესი. მარკს ექვსი შვილი ჰყავს.