ავტორი:

BMW-მ ზედიზედ მეორედ აჯობა Mercedes-ს და პრემიუმ კლასის - გაყიდვების გვირგვინი შეინარჩუნა

BMW-მ ზედიზედ მეორედ აჯობა Mercedes-ს და პრემიუმ კლასის - გაყიდვების გვირგვინი შეინარჩუნა

მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმობელმა გერმანულმა კომპანიებმა 2022 წლის გაყიდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა რომ ზედიზედ მეორე წელია ბავარიული BMW ინარჩუნებს ლიდერობას გაყიდვების კუთხით, თუმცა მისი მუდმივი კონკურენტი Mercedes-Benz AG 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ახერხებს სხვაობის შემცირებას.

ოფიციალური ცნობით 2022 წელს BMW-მ საკუთარი ბრენდის ქვეშ 2,1 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა, მაშინ როცა Mercedes-ის გაყიდვები მხოლოდ 1%-ით შემცირდა 2,04 მილიონამდე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში კლების მიზეზი ორივე კომპანიისთვის იდენტურია - პრობლემები სათადარიგო ნაწილების მიწოდებაში, რაც პრიდაპირ კავშირშია ურკაინაში მიმდინარე ომთან. ასევე პრობლემად რჩებოდა მიკროჩიპების დეფიციტი. გააგრძელეთ კითხვა