ავტორი:

"მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

"მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

"მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში".

უახლესი ცნობები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიას "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესება აღენიშნება.

"გუშინ გავიმეორეთ "პისიარ“ ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე, მან მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება, "არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა“.

"რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას.

ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება. რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ასევე იხილეთ: