ავტორი:

"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვარზე. ამ წუთებში მზადდება რეანიმაციული პალატა" - გიორგი ჩალაძე

"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვარზე. ამ წუთებში მზადდება რეანიმაციული პალატა" - გიორგი ჩალაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

"მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. ბატონი ზურაბ ჩხაიძეც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვარზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, ის იმყოფებოდეს რეანიმაციაში და ამ წუთებში მზადდება რეანიმაციული პალატა, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს. დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ, ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი. რამდენიმე დღის წინ ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად იყვნენ და ეს დროც დადგა, როგორც ჩანს. ეს არის ოფიციალური სტატუსი, თუ ყველაფერი არ იყო დადგმული და მოჩვენებითი, ამ წუთებში ემზადებიან, რომ ის გადავიდეს რეანიმაციაში." - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის თაობაზე არ ადასტურებს "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე. მისი თქმით, სააკაშვილი რეანიმაციაში "ჯერ არ გადაჰყავთ".

ასევე იხილეთ: