ავტორი:

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, სადაც ჯექსონის როლს მისი 26 წლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს.

"Michael" - ასე ერქმევა ფილმს, რომელიც პოპის მეფეზე მოგვითხრობს. მაიკლ ჯექსონის როლზე სულ ახლახან დაამტკიცეს ლეგენდის ძმისშვილი.

ჯაფარი მაიკლის უფროსი ძმის, ჟერმე ჯექსონის ვაჟია. ის, თუ როდის შედგება 26 წლის ჯაფარის სამსახიობო დებიუტი, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაფარი 12 წლის ასაკიდან მღერის და ცეკვავს. 2019 წელს მან პირველი სინგლი, "Got Me Singing“ გამოუშვა. როლზე დამტკიცების შემდეგ, ჯაფარმა “ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბიძის როლზე დამტკიცება მისთვის დიდი პატივია.

"ბიძია მაიკლის ისტორიის გაცოცხლება ჩემთვის დიდი პატივია. მივმართავ მსოფლიოს ყველა ნაწილში მცხოვრებ ფანებს, რომ ჩვენ მალე შევხვდებით“, - წერს ჯაფარ ჯექსონი.

I’m humbled and honored to bring my Uncle Michael’s story to life. To all the fans all over the world, I’ll see you soon.

Photo by Jourdynn Jackson pic.twitter.com/Xow9Mkakup
— Jaafar Jackson (@JaafarJackson) January 30, 2023

სიახლეს მაიკლ ჯექსონის დედა, კეტრინიც დადებითად გამოეხმაურა: "ჯაფარი ჩემს ვაჟს განასახიერებს. სასიხარულოა იმის ყურება, თუ როგორ აგრძელებს ის ჯექსონების ოჯახის, როგორც შემსრულებლების გზას."

მაიკლ ჯექსონი, ოჯახური ჯგუფის, Jackson 5-ის წევრობის გამო ბავშვობიდან იყო ცნობილი, მოგვიანებით კი, ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელი გახდა.

პოპის მეფედ წოდებული მომღერალი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Jackson 5

ფილმის პროდიუსერის, გრეჰემ კინგის თქმით, კინოსურათზე მომუშავე გუნდი მსოფლიოს გარშემო ეძებდა ჯექსონის როლის შემსრულებელს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჯაფარ ჯექსონი აირჩიეს.

"ჯაფარს ორი წლის წინ შევხვდი და გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ორგანულად განასახიერებდა ის მაიკლის პიროვნებასა და ხასიათს. ეს ისე ძლიერად იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს გარშემო ძებნის შემდეგაც კი ნათელი იყო, ეს როლი მხოლოდ მას უნდა მიეღო“,- ყვება კინგი.

გრეჰემ კინგი Queen-ის შესახებ გადაღებული ოსკარის მფლობელი ფილმის, Bohemian Rhapsody-ის პროდიუსერიცაა. მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს რეჟისორი ანტუან ფუკო გადაიღებს. ფუკო ასე აღწერს Michael-ს: "ის მამაკაცის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც პოპის მეფედ იქცა.“

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა