ავტორი:

"სად იყავით როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით?!" - კადიროვი ევროპას ადანაშაულებს იმაში, რომ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას

"სად იყავით როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით?!" - კადიროვი ევროპას ადანაშაულებს იმაში, რომ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთის პრემიერ-მინიტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ჩეჩნეთი იმსახურებს დამოუკიდებლობას.

კადიროვმა საპასუხოდ ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს, სათანადოდ მხარი არ დაუჭირეს იჩქერიის რესპუბლიკას.

"სად იყავით როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით, როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით?! რატომ არ გვიჭერდნენ მაშინ მხარს ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის უკრაინა?! დღეს კი უცებ გადაწყვიტეთ მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?“, - აცხადებს კადიროვი.

მანვე დასძინა, რომ "გულმხურვალე იჩქერიელი იყო,“ მაგრამ თითქოს ევროპა არ აძლევდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს "საკუთარი სახელმწიფოს აშენების საშუალებას.“

ამის შემდეგ კადიროვმა იჩქერიის ამჟამინდელ მომხრეებს მოღალატეები უწოდა, ასევე ამართლებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ხოლო პოლონეთის ხელისუფლებას მუქარით მიმართა: "დაიჩოქეთ, ჩვენ თქვენთან მოვდივართ“, - თქვა კადიროვმა.