ავტორი:

ანჯელინა ჯოლი ფანების ალყაში და მსახიობის ჯადოსნური ღიმილი - ვარსკვლავის ახალი ფოტოები პარიზიდან

ანჯელინა ჯოლი ფანების ალყაში და მსახიობის ჯადოსნური ღიმილი - ვარსკვლავის ახალი ფოტოები პარიზიდან

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი პარიზში, Guerlain-ის ბუტიკს ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ფანებმა 47 წლის მსახიობი შეავიწროვეს და გადაადგილება გაურთულეს, ჯოლიმ მაინც არ უთხრა მათ ავტოგრაფებზე უარი.

მსახიობს, კრემისფერ კაბაზე გრძელი შავი პალტო ჰქონდა მოსხმული და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიაბიჯებდა პარიზის ქუჩებში.

მიუხედავად ყოფილ ქმართან სასამართლო დავისა, ანჯელინა შესანიშნავად გამოიყურება და მის ვიზუალზე ცხოვრების დაძაბული რეჟიმი არ ასახულა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა