ავტორი:

"დაუვიწყარი ემოციები მივიღეთ" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას რომანტიკული მოგზაურობა იტალიაში: ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"დაუვიწყარი ემოციები მივიღეთ" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას რომანტიკული მოგზაურობა იტალიაში: ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ქართული ოცნებიდან“ "ხალხის ძალაში“ გადასული დეპუტატი დავით კაჭარავა შეყვარებულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს. ქეთი ხატიაშვილი რომანტიკული მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყვილი ქართველ გულშემატკივრების გუნდთან ერთად ორი დღის წინ, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს დაესწრნენ, შემდეგ კი მოგზაურობა რომში გააგრძელეს. "დაუვიწყარი ემოციები მივიღეთ" - წერს ქეთი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი დავით კაჭარავა პარლამენტში დიდი რაგბიდან მივიდა. წარმატებული სპორტსმენი საზოგადოებაში ცნობილი, კარგი თამაშის გარდა, პირადი ცხოვრებითაც გახდა... უკვე წლებია, რაც კაჭარავა ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილზეა შეყვარებული. წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.

2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.

კაჭარავა და ხატიაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, თუმცა ბევრს მოგზაურობენ, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ... ზაფხულში ნიცაში იმოგზაურეს, ამჯერად კი როგორც ჩანს საფრანგეთზე გააკეთეს არჩევანი.

2022 წლის 4 ოქტომბერს, კაჭარავა მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეურთდა. მმართველი პარტია ოთხ დეპუტატთან, ეკა სეფაშვილთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან, დაჩი ბერაიასთაბ და ზაალ მიქელაძესთან ერთად დატოვა.