ავტორი:

ბაიდენი ზელენსკისთან თანამედროვე იარაღის შესახებ საუბარს აპირებს - რას წერს მედია?

ბაიდენი ზელენსკისთან თანამედროვე იარაღის შესახებ საუბარს აპირებს - რას წერს მედია?

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის განიხილავს თავის უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევის მოთხოვნას, უფრო თანამედროვე იარაღის შესახებ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.

"ჩვენ ვაპირებთ საუბარს" - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ წინა დღით, ბაიდენმა უპასუხა "არა" კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა უკრაინისთვის დასავლური F-16 გამანადგურებლების მიწოდებას.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უკვე უწევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას და ხელმძღვანელობს კიევის საჭიროებებითა და ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით.