საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.
ჩართვის დროს ექსპრეზიდენტმა მაისური აიწია და გადაწყვიტა სასამართლოსთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება ის. სააკაშვილმა არაეთიკური კადრებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ მას გიორგი არევაძემ მოუწოდა, ტანისამოსი ჩამოეწია.
"ბოდიში ყველას, მაგრამ ეს სიტუაციაა" - აღნიშნა სააკაშვილმა. ამის შემდეგ მას მოსამართლე გიორგი არევაძემ მოუწოდა, ტანისამოსი ჩამოეწია.



დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
იხილეთ ასევე: