ავტორი:

"თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა დაიმარხოს კიევში" - მიხეილ სააკაშვილი

"თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა დაიმარხოს კიევში" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო, სადაც მისი სასჯელის გადავადების, ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის განსახილველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ჩართვიდან ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია.

"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის... თუ საჭიროა..." - ეს არის ფრაგმენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართვიდან. მისი საუბრის დიდი ნაწილის გარჩევა შეუძლებელი იყო, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემების გამო.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაზე.

"დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა დაიმარხოს კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას", - განაცხადა მან და ჩართვისას უკრაინულ ენაზეც ისაუბრა.

იხილეთ ასევე: