ავტორი:

საჯარო ლექციების სერია ალტე უნივერსიტეტისგან - პასუხები პროფესიონალებისგან აბიტურიენტებსა და სტუდენტებს

საჯარო ლექციების სერია ალტე უნივერსიტეტისგან - პასუხები პროფესიონალებისგან აბიტურიენტებსა და სტუდენტებს

პასუხები ყველაფერზე, რაც აბიტურიენტებსა და სტუდენტებს აინტერესებთ თავიანთ სფეროში წარმატებული და გამოცდილი პროფესიონალებისგან - ეს ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტი, საჯარო ლექციების სერიაა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროს თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მათი მართვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

შეხვედრების სერია ალტე უნივერსიტეტისა და „აბიტურიენტების კლუბის“ ინიციატივაა. გამხსნელი ღონისძიება 31 იანვარს, „ალტე უნივერსიტეტის“ კამპუსში უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, ისაუბრა თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებსა და კრიზისულ კომუნიკაციაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აბიტურიენტები, სტუდენტები და შეხვედრის თემით დაინტერესებული პირები. აღნიშნულმა ღონისძიებამ აუდიტორიას საშუალება მისცა, უკეთ დაენახა თანამედროვე მენეჯმენტის სხვადასხვა მხარე, რაც აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სამომავლოდ სხვადასხვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს.

სერიის მომდევნო სპიკერები ასევე თავიანთ საქმიანობაში გამოცდილი პროფესიონალები თემურ ჭყონია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ამირან გამყრელიძე არიან. თითოეულ მათგანთან შესახვედრად მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო, რის შემდეგაც ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებთ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

გაეცანი დაგეგმილი საჯარო ლექციების განრიგს:

2 თებერვალი, დასაქმების ბაზრის ტრენდები - ახალი თაობა: შესაძლებლობები და გამოწვევები.

გამოგვყევი ივენთზეც: https://www.facebook.com/events/1382129675658202?ref=newsfeed

8 თებერვალი, გაბედული ნაბიჯები და წარმატება.

გამოგვყევი ივენთზეც: https://www.facebook.com/events/1567553287041789?ref=newsfeed

10 თებერვალი, გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები 21-ე საუკუნეში.

გამოგვყევი ივენთზეც:

https://www.facebook.com/events/961173991454917/?ref=newsfeed

დამატებითი კითხვებისთვის, მოგვწერე:

https://www.facebook.com/alteuniversity

#ალტეუნივერსიტეტი

#აბიტურიენტებისკლუბი

#ისვინცგიზიარებს