ავტორი:

რატომ მივიდა გუშინ "ვივამედში" იაგო ხვიჩია და რას ამბობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართულ ოცნებასა" და კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჯგუფს შორის შუამავალია?

რატომ მივიდა გუშინ "ვივამედში" იაგო ხვიჩია და რას ამბობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართულ ოცნებასა" და კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჯგუფს შორის შუამავალია?

ენმ-ში დასრულებული არჩევნების შემდეგ, თავად მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში გამოითქვა ვერსია, რომ ახლადარჩეული თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერი არაფორმალური ლიდერები მმართველ გუნდთან შეთანხმებულად მოქმედებენ და ისინი გარკვეული სახის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ითქვა ისიც, რომ ამ მოლაპარაკებებში შუამავალი - "გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიაა. როგორც ამბობენ, მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საბოლოო მიზანი სააკაშვილის გათავისუფლებაა. რისი დათმობა მოუწევს ენმ-ს ამის სანაცვლოდ, დრო და პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, მანამადე კი, არაოფიციალური ინფორმაციის გადამოწმება იაგო ხვიჩიასთან ვცადეთ.

- როგორც ამბობენ, "ოცნებასა“ და "ნაციონალების“ კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფრთას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თქვენი შუამავლობით, ეს მართალია?

- ეს ტყუილია, ასე რომ იყოს, საჯაროდაც ვიტყოდი. ჩვენ სიამოვნებით ვიქნებოდით შუამავალი მოლაპარაკებებში, თუ ერთი ან მეორე, ან ორივე მხარე ამის ლეგიტიმაციას მოგვცემდა, მაგრამ არცერთს არ გამოუხატავს ამის სურვილი, შესაბამისად, ჩვენ არავის წარმომადგენლები არ ვართ ამ მოლაპარაკებებში.

- ამბობობენ, ხელისუფლება "მთავარის" გაჩერების და "ნაციონალების“ ოფისის სანაცვლოდ, მზად არის სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვასო. ერთ-ერთი ვერსიით, კეზერაშვილი მართლაც გეგმავს "მთავარის" ყიდვას, მერე რას იზამს, უცნობია. იცით რამე ამის თაობაზე?

- კეზერაშვილის ამბავი არ გამიგია და თუ ასეა, არც დაიმალება. მიშას გაშვებას რაც შეეხება, ეს ვახო მეგრელიშვილის ვერსიაა და სიმართლეა, თუ - არა, ამის დადასტურება არ შემიძლია. "ნაცებსა“ და "ქოცებს“ შორის მოლაპარაკებები აქამდეც უნდა ყოფილიყო და რომ არ გაიმართა, ეს იყო პრობლემა. ახლა, როცა ენმ-ში არჩევნები ჩატარდა და ასეთი შედეგი დადგა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საღი აზრის ფარგლებში რაღაც ტიპის მოლაპარაკება არსებობს. თუ არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს და ისე გაკეთდა ეს ყველაფერი, მაშინ მიშას მეგობრებს და მხარდამჭერებს საერთოდ არ მოეკითხებათ ჭკუა, ასე გამოდის. ჩვენი ვერსია ასეთია: მიშა თუ ციხეში იქნება, "ნაციონალები“ 2 წლის თავზე ისე გაბანძდებიან, რომ მათი მტრის ხატად გამოყენება შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ "ნაცები“ ცოტა მოღონიერდნენ და მათი საფრთხობელად გამოყენება შესაძლებელი იყოს, "ქოცებს“ მოუწევთ მიშას გათავისუფლება. ესაა ვახო მეგრელიშვილის ვერსია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

- გუშინ "ვივამედში“, ნინო ნადირაძესთან კონკრეტულად რა მისიით იმყოფებოდით?

- ვიყავი იმიტომ, რომ ზოგადად, ამ ქვეყანაში მედიის და ინფორმაციების ნდობა არ შეიძლება, ისინი ხან ერთს ამბობენ, ხან - მეორეს. მაშინ, როდესაც ყოველდღიურად საუბრობ მიხეილ სააკაშვილზე და გეუბნებიან, რომ ის რეანიმაციას საჭიროებს, არ გადაჰყავთ რეანიმაციაში და ა.შ. თუ გაქვს საშუალება, სჯობს, პირადად მოიკითხო ეს ამბავი და გაარკვიო, რისი გარკვევაც შესაძლებელია.

- და რა გაარკვიეთ?

- არაფერი, უბრალოდ, მიშა სააკაშვილის ექიმს ველაპარაკე და გავიგე, რა სიტუაციაც იყო. არის მძიმე მდგომარეობა იმიტომ, რომ ექიმების აზრით, სააკაშვილი არ ექვემდებარება, არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რასაც ექიმები ურჩევენ. მისი მდგომარეობა მართლა მძიმეა და ექიმების პოზიცია ის არის, რომ მზად არიან გადაიყვანონ რეანიმაციაშიც და სხვაგანაც, თუ იქ დაემორჩილება ექიმებს. მკურნალობის კურსს, თუ არ დაემორჩილა, რა აზრი აქვს, რომელ ოთახში იქნება მიხეილ სააკაშვილი? საუბარია უფრო საკვებისა და კალორაჟის არმიღებაზე.

- არ თუ ვერ იღებს?

- ექიმების პოზიცია არის განსხვავებული და დისკუსიაში ვერ შევალ. მე კონკრეტულად ერთი ნაწილი მაინტერესებდა - რეანიმაციის ნაწილი, რა და როგორ იყო, დანარჩენი სიტუაცია ისედაც ვიცოდით, 68 თუ 69 კგ. სააკაშვილი, თავისთავად, ვერ იქნება ჯანმრთელი და ამ თვალსაზრისით, მასზე, როგორც ჯანმრთელ ადამიანზე, არ შეიძლება ლაპარაკი.