ავტორი:

"თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება" - თენგიზ წულაძე

"თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება" - თენგიზ წულაძე

თუ პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის წონის ასეთი ტემპით კლება "ძალიან ცუდია“.

"თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ამასთან, წულაძემ უპასუხა ადვოკატის კითხვას, შეაფასებს თუ არა სააკაშვილის მდგომარეობას როგორც მძიმეს და აღნიშნა, რომ "სადაც სიტყვა კახექსიაა, იქ მდგომარეობა მძიმეა“.

"კახექსია დემენციაზე უფრო მძიმეა. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.