"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები

"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები

გერმანელი რეჟისორი, ედვარდ ბერგერი ახალ ფილმს იღებს, სახელწოდებით "Conclave", რომელშიც უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ითამაშებს, მათ შორის, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. ფილმი რობერტ ჰარისის ბესტსელერ ნოველაზეა დაფუძნებული. ეკრანიზაციაში ნინიძესთან ერთად, მთავარ როლებში გვევლინებიან: რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი, იზაბელა როსელინი და სერჯო კასტელიტო. ის, თუ როდის იხილავს მაყურებელი "კონკლავს" ეკრანებზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რეჟისორის ცნობით, ფილმის გადაღება უკვე დაწყებულია.

ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენის შესახებ მოგვითხრობს. რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ, კარდინალ ლოურენსს (რალფ ფაინსი) ვატიკანის ახალი პაპის პოვნის ფარული პროცესის წარმართვა დაევალა. ლოურენსი მალევე მიხვდება, რომ შეთქმულების ცენტრში აღმოჩნდა: კარდინალები ფრაქციებს აყალიბებენ და ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ, რათა საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილონ. ვატიკანში პოლიტიკური მაქინაციების გამძაფრების პარალელურად, ლოურენსი ხვდება, რომ გარდაცვლილი პაპი მათგან გარკვეულ საიდუმლოს ინახავდა და სურს, რომ ახალი პაპის არჩევამდე ახადოს სიმართლეს ფარდა.

მერაბ ნინიძე სამსახიობო კარიერას კვლავ საზღვარგარეთ აგრძელებს. მისი ბოლოდროინდელი პროექტი, "Doktor Ballouz" ქართველ მაყურებელსაც შეუყვარდა. 2021-2022 წლებში სერიალის ორი სეზონია გადაღებული. ის გვიყვება ექიმზე, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობს.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა