ავტორი:

"ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება... " - გიორგი გახარია ამირან გამყრელიძის წერილზე

"ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება... " - გიორგი გახარია ამირან გამყრელიძის წერილზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

"სამწუხაროდ, ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად.

მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს.

მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა", - აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ვრცელ წერილში გამყრელიძე მის წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციულ კამპანიაზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სამინისტროსთან შეთანხმდა. წერილი "ფორმულამ" გაავრცელა.