ავტორი:

"საზოგადოება ივანიშვილს კი არ სთხოვს პასუხს, სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება" - ნიკა გვარამია

"საზოგადოება ივანიშვილს კი არ სთხოვს პასუხს, სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება" - ნიკა გვარამია

"ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება", - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

გვარამიას თქმით, ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია.

"ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით.

სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება.

ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია“,- წერს გვარამია.