ავტორი:

ოკუპანტების შეტევა კრამატორსკზე -  სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი - დაშავდა

ოკუპანტების შეტევა კრამატორსკზე -  სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი - დაშავდა

რუსულმა ძალებმა წუხელ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს "ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს, - ინფორაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. არსებული ინფორმაციით, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა.

ადგილზე 11 საგამოძიებო ჯგუფი, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები, კინოლოგები, ექიმები, საპატრულო პოლიცია და სხვა დანაყოფები მუშაობენ.

ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი.