ავტორი:

რამზან კადიროვმა 26 წლის ძმისშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა - "ხამზათი ნიჭიერი ბიჭია..."

რამზან კადიროვმა 26 წლის ძმისშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა - "ხამზათი ნიჭიერი ბიჭია..."

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ძმისშვილი, 26 წლის ხამზათ კადიროვი რესპუბლიკის მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მანამდე ამ პოსტზე ასევე კადიროვის ნათესავი დედის მხრიდან, ტურპალ-ალი იბრაგიმოვი მუშაობდა.

"ხამზათი ნიჭიერი ბიჭია, მას აქვს ლიდერის თვისებები. მან ეს დაამტკიცა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე მუშაობისას მიღწეული შედეგებით. წარმატებები ვუსურვე მას ახალ თანამდებობაზე“, - განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ძმისშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

2020 წლის თებერვალში ხამზათ კადიროვი, ჩეჩნეთის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. რესპუბლიკის მეთაურმა ძმისშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა იმით ახსნა, რომ ის ახმატ კადიროვის შვილიშვილია.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კადიროვმა განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი, სხვა ჩეჩენ ოფიციალურ პირებთან ერთად, გაემგზავრა დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მოინახულა ჩეჩნეთის სამხედრო პერსონალი. მაშინ კადიროვი თავის ძმისშვილს სამდივნოს უფროსად მოიხსენიებდა.

2018 წელს BBC-ის რუსული სამსახურის კვლევით, ჩეჩნეთში 158 მაღალი რანგის ჩინოვნიკიდან 30% რამზან კადიროვის ახლო ნათესავია, 23% თანასოფლელი, კიდევ 12% -ს კი ჩეჩნეთის ლიდერის მეგობრები და მათი ნათესავები შეადგენენ . 2021 წელს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ქალიშვილი აიშატი რესპუბლიკის კულტურის მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ის 22 წლის იყო.