ავტორი:

"კატასტროფაა და გამაოგნებელი, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ" - კობახიძე

"კატასტროფაა და გამაოგნებელი, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ" - კობახიძე

როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - გამაოგნებელია, საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის პერიოდში გაცხადებულ თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა, ახლა კი დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე და არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე გადავიდა.

"ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება, ამის იქით ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ანუ ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე. მაშინ გამოაცხადა შიმშილობა და იყო შერჩევით კვებაზე, ახლა აღარ აქვს გამოცხადებული შიმშილობა და მაინც არის შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”, - განაცხადა კობახიძემ.