ავტორი:

შემზარავი დანაშაული შიდა ქართლში - 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

შემზარავი დანაშაული შიდა ქართლში - 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

შიდა ქართლში ბიძა 7 წლის ბავშვის გაუპატიურებაშია ბრალდებული. სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.