ავტორი:

"პალიტრანიუსის" ყურება უკვე "აზერსატის" სატელიტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი

"პალიტრანიუსის" ყურება უკვე "აზერსატის" სატელიტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ყურება უკვე „აზერსატის“ სატელიტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრანიუსში“ განუცხადეს, კომპანიასთან შესაბამისი შეთანხმება ცოტა ხნის წინ შედგა.

ამასთან, მისივე განმარტებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემების გაცნობა შესაძლებელია როგორც ევროპის მთელ ტერიტორიაზე, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

„გვინდა მაყურებლებს სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდოთ - "პალიტრანიუსის" მაუწყებლობის არეალი გაიზარდა. ჩვენ უკვე "აზერსფეისის" სატელიტზეც ვმაუწყებლობთ. ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ევროპის მთელ ტერიტორიაზე და ახლო აღმოსავლეთშიც. მაუწყებლობის გაფართოება "ტელეკომპანიის" მიმართ გაზრდილმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა, რისთვისაც მაყურებლებს მადლობა გვინდა გადავუხადოთ“, - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

"აზერსატის" სატელიტზე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" მაუწყებლობის პარამეტრებია:

Sat : 46.OE AZERSPACE-1

Transponder : 11095 [H] 30000

PID : 1170(0x492) / 1171(0x493) / 1170(0x492)

Provider: Vector A.G

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსი" ყველა ციფრულ და ინტერნეტპლატფორმასა და თანამგზავრზე მაუწყებლობს.