ავტორი:

"ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან, ასეთი "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით?" - ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

"ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან, ასეთი "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით?" - ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

"ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით? მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ" - ასე მიმართა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს.

ნინო ნადირაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. მან პაციენტის მდგომარეობასა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტობრივად, „ვივამედის“ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.

"უნდობლობა არამხოლოდ სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს პერსონალის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ბულინგს, ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, მედდები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და შეგვიძლია ეს წარმოვადგინოთ, თუ ამ მიმართულებით საქმეს მსვლელობა მივეცით“, - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: