ავტორი:

"სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო - ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე..." - რა თქვა პროცესზე ნინო ნადირაძემ

"სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო - ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე..." - რა თქვა პროცესზე ნინო ნადირაძემ

მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო - ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში - ამის შესახებ "ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ნინო ნადირაძე განმარტავს, "ვივამედის“ კლინიკის პერსონალზე ზეწოლა მუდმივი ხასიათის იყო. მისივე თქმით, სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის დღეს გააფრთხილა მედპერსონალი, რომ წნეხის ქვეშ მოუწევდათ ყოფნა.

"ეს ზეწოლა მუდმივი ხასიათის არის. ჩემდა გასაკვირად, არა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთადერთხელ იყო ზეწოლა, როდესაც დიაზეპამის ინტრამუსკულარულ ინექციებს, პაციენტი დაჟინებით ითხოვდა. მაშინ ის პროცესი იყო, როდესაც სასამართლო პროცესის პალატაში ჩატარებას ითხოვდა, პალატებსა და განყოფილებებში დასდევდნენ თამარ აბაშიძეს და მგონი დავარაშვილს, რომ არ შეეწყვიტათ დიაზეპამის ინტრამუსკულარული გამოყენება. ეს ქმნიდა დიაზეპამის ფონს, დიაზეპამის ფონის შემთხვევაში კი პაციენტის გამოკითხვა არ იქნებოდა რელევანტური. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას ვერ შექმნიდა, რომ სასამართლო პროცესები ჩატარებულიყო კლინიკის ტერიტორიაზე. პაციენტის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო. მე დავიბარე თამარ აბაშიძე და მკაცრად ვუთხარი: მესმის თქვენი ემპათიის მომენტი, მესმის, რომ პაციენტის მხარეს ხართ, მაგრამ დამერწმუნეთ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, პაციენტის მხარე დიაზეპამის გაკეთებას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. დიაზეპამი არ არის ხანგრძლივი მოხმარების პრეპარატი, მხოლოდ მწვავე სიტუაციაში გამოიყენება ინტრამუსკულარული სახით. ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში.

პაციენტის შემოყვანის პირველი წამიდან, დავიბარე ყველა და ავუხსენი, რომ მათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევდათ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, ძალიან ეშინოდათ ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენის. ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. როდესაც ჟურნალისტი 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს, 24 საათი ვიღაც გწყევლის, ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, 19 წლის ასაკში დამაბრალეს, რომ მამამთილის საყვარელი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიცანი გუგა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია! ჩემს სიმშვიდეს მე არ შევწირავ სხვა ადამიანების პროფესიულ ღირსებას, სხვა ადამიანის ოჯახურ სიმშვიდეს. სხვის ხარჯზე არასდროს გავაკეთებ ჩემი თავის სასარგებლო ქმედებებს“,- აღნიშნავს ნადირაძე.

ასევე იხილეთ: