ავტორი:

"ამას სიცოცხლეების გადასარჩენად ვაკეთებ" - ბილ გეითსის თქმით, მარსზე მოგზაურობას ურჩევნია, ინვესტიცია ვაქცინების შექმნაში ჩადოს

"ამას სიცოცხლეების გადასარჩენად ვაკეთებ" - ბილ გეითსის თქმით, მარსზე მოგზაურობას ურჩევნია, ინვესტიცია ვაქცინების შექმნაში ჩადოს

მილიარდერი ბილ გეითსი BBC-ის ჟურნალისტს, ამოლ რაჯანს ესაუბრა. ინტერვიუში თქვა, რომ მას ურჩევნია ინვესტიცია ვაქცინების განვითარებაში ჩადოს, ვიდრე მარსის ათვისების საქმეში. გეითსი თვლის, რომ მარსზე მოგზაურობის ხარჯები ფულის უაზროდ გლანგვაა.

"მარსზე წასვლა, რეალურად, საკმაოდ ძვირია. იმ ფულით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. ეს კი უბრალოდ გახვედრებს, რომ არ უნდა წახვიდე მარსზე", -ამბობს ის BBC-სთან.

  • ცნობისთვის, "ამაზონის" დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მარსზე მოგზაურობას გეგმავს. ილონ მასკს კი, მარსის კოლონიზაცია აქვს გადაწყვეტილი. ჯეფ ბეზოსი, რომელიც საჰაერო კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს ხელმძღვანელობს, 2021 წელს იყო კოსმოსში.

ბილ გეითსმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორი გაოცებული იყო იმის გამო, რომ ის კორონავირუსის შეთქმულების თეორიების სახედ იქცა. გეითსმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მან გაავრცელა ვირუსი, ან რაიმე შემოსავალი მიიღო ვირუსის გავრცელების შედეგად.

"პანდემიის დროს მსგავსი მტკიცების შემცველი უამრავი შეტყობინება მომდიოდა. ის მართალია, რომ ვაქცინების შექმნაში ჩართული ვარ, მაგრამ ამას სიცოცხლეების გადასარჩენად ვაკეთებ. მგონია, რომ ხალხი ფარდის მიღმა მყოფ "ბუას" ეძებს, რათა გამარტივებული ახსნა მოუძებნოს ამ ამბავს, რადგან ბიოლოგიასთან შედარებით, ბოროტების გაგება ბევრად უფრო ადვილია", - ამბობს მილიარდერი.

ბილ გეითსი ახლა თავისი დროის უმეტეს ნაწილს კლიმატის ცვლილების და ისეთი დაავადებების აღმოსაფხვრელად ვაქცინების შექმნას უთმობს, როგორებიცაა პოლიო და მალარია.

კითხვაზე, თუ რამდენად ეკონომიურად ცხოვრობს, გეითსი პასუხობს: "გიგანტური გარდერობი არ მაქვს, არც სამკაულებსა და აქსესუარებს ვხმარობ. როცა საჩუქარს ვხსნი, შესაფუთ ქაღალდს არ ვინახავ და ხელახლა აღარ ვიყენებ. ბებიაჩემი არასდროს აგდებდა ქაღალდის ჩანთებს და ლენტებს. მისი სტანდარტებით, გიჟი ვარ".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა