ავტორი:

გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 1-ის ტიპის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა

გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 1-ის ტიპის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა

გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 1-ის ტიპის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფენ ჰებესტრეიტი ავრცელებს.

"ექსპორტის ლიცენზია გაცემულია“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

გერმანული გამოცემის Süddeutsche Zeitung მიხედვით, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა გერმანული იარაღის მწარმოებლის გეგმა უკრაინას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 88 Leopard 1 მიჰყიდოს.

ცნობისთვის, იქამდე გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.