ავტორი:

"მოვახერხეთ ჩვენი გმირების დაბრუნება" - ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

"მოვახერხეთ ჩვენი გმირების დაბრუნება" - ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო.

"ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.

ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ ორი უცხოელი მოხალისის, კრისტოფერ მეთიუ პერისა და ენდრიუ ტობიას მეთიუს ცხედრების დაბრუნება შეძლო.