ავტორი:

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე შეიზღუდება" - ჩარლზ ფლანაგანი

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე შეიზღუდება" - ჩარლზ ფლანაგანი

ჯანმრთელობის გაუარესების მქონე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ზღუდავს.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები შეიზღუდება მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან არ გათავისუფლება“, - წერს ჩარლზ ფლანაგანი.