ავტორი:

"ვივამედი" რომ გაკოტრდება, ფაქტია… ყველაზე თავგადაკლული ქოცებიც აღარ გაეკარებიან, აი, ნადირაძე რომ "უყვართ", ისინიც" - ხუხაშვილი

"ვივამედი" რომ გაკოტრდება, ფაქტია… ყველაზე თავგადაკლული ქოცებიც აღარ გაეკარებიან, აი, ნადირაძე რომ "უყვართ", ისინიც" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ვივამედის" გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის გუშინდელი დაკითხვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მოკლე კომენტარით ეხმაურება.

ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ "ვივამედი" რომ გაკოტრდება, ფაქტია… ყველაზე თავგადაკლული ქოცებიც კი აღარ გაეკარებიან. აი, ნადირაძე ძალიან რომ “უყვართ”, ისინიც" - წერს ხუხაშვილი.

  • ცნობისთვის, ნინო ნადირაძე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მან პაციენტის მდგომარეობასა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტობრივად, "ვივამედის" მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.

სააკაშვილის კვების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ნადირაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ სააკაშვილს საკვების მიღების პრობლემა არ აქვს და ის შეგნებულად არ უწყობს ექიმებს ხელს მისი გამოჯანმრთელების დაჩქარებაში.

"ახალ წელს ის გაუმასპინძლდა ჩემს ექიმს, ექთანს. საცივი ჰქონდა, ასევე ოლივიე, თუ არ ვიტყუები. გაგვახარა ჩემმა პერსონალმა, თავადაც მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო. ერთად შეხვდნენ ახალ წელს. ეს საცივი სოფო ნიჟარაძის დედას გაუკეთებია, სოფოსგან მაქვს ამაზე დასტური." - განაცხადა ნადირაძემ.

მან ასევე რამდენჯერმე მიმართა სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს.

"ბატონო შალვა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო. მე არ ვჭორაობ, ციტირებას ვახდენ და გახვედით და ილაპარაკეთ გვამური ლაქები აქვსო. ტელევიზიით რაზე ვუპასუხე, რაც შორდებოდა ჩემს კომპეტენციის ზღვარს?!" - უთხრა ერთ-ერთი კითხვა-პასუხის დროს ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

ნახეთ ასევე: