ავტორი:

ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული (ვიდეო)

ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული (ვიდეო)

პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ანტონიო ტორნალი (დომინიკა), გაბრიელე სული (იტალია), დანიარ შამშაიევი (ყაზახეთი) და ჰეონ ჩეინ კანგი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი დანიელ კარნინს (ბრაზილია) იპონით სძლია, რომელთანაც ადრე ორჯერ დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ თემურ ნოზაძე (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და მარიამ ციხელაშვილი (57 კგ).

ნახეთ ვიდეო: