ავტორი:

დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის ყოფილ თანამდებობის პირებს შესაძლოა ქონება ჩამოართვან

დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის ყოფილ თანამდებობის პირებს შესაძლოა ქონება ჩამოართვან

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა.

არახამიამ შესაბამისი განცხადება Telegram-ზე გააკეთა.

"შემდეგი ნაბიჯი იქნება მათთვის სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორატიული უფლებებისა და სხვა აქტივების გაყინვა და ჩამორთმევა სახელმწიფოს სასიკეთოდ“, - აღნიშნა არახამიამ.

4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტებს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. როგორც მედია წერს საუბარია ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის რამდენიმე ყოფილი მინისტრსა და ჩინოვნიკზე, კერძოდ: ანდრეი კლიუევი, დმიტრო ტაბაჩნიკი, ალექსანდრე კლიმენკო, ვიტალი ზახარჩენკო, ალექსანდრე იაკიმენკო.