პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყოფილი ლიდერი, რომელიც პრეზიდენტი 2001-დან 2008 წლამდე იუო, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც დასავლური მედია წერს, ის მრავალჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობას და იყო მებრძოლ ისლამისტებსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ფრონტის ხაზზე.
მან მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს "ტერორთან ბრძოლას“ მხარი დაუჭირა.