ავტორი:

"ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ადამიანი აღარ არსებობს - არის ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიას "ვივამედთან“ განუცხადა.

როგორც მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

  • "საშინელი მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს“, - განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ირწმუნება, რომ ოჯახის წევრების მიერ საკვები რაციონი გაზრდილია, რაზე ალასანიამ განმარტა, რომ მასთან ზუსტად იგივე საკვები მიიტანა, რაც ყოველდღიურად მიაქვს.

"კარგით რა, ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა ცნობილი უცხოური მედია იუწყება.

"ევროსაბჭომ და ევროკავშირმა რეზოლუციას მიიღო. ახლა საგანგებო სხდომა ჩატარდა აპირებენ რეზოლუცია კიდევ მიიღონ, ასევე უკრაინის რადა რეზოლუციას იღებს. არის სამიტი, სადაც მუდმივად ჩემს შვილზე საუბარია. უცხოური ცნობილი გაზეთი აღარ დარჩა, სადაც ინფორმაცია ჩემს შვილზე არ იყოს. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე საქართველოში მეორე ასეთი ადამიანი არ მეგულება, რომელზეც შეიძლება ასეთი ხმაური ატეხილიყო“, - აღნიშნა ალასანიამ.