ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს - ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს - ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს

"ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-10 ყრილობა მიმდინარეობს. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად

ჩაიბარებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე იმყოფებიან როგორც ლევან ხაბეიშვილის, ისე ნიკა მელიას და გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები, თუმცა თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებიდან პარტიის ყრილობაზე მხოლოდ გიორგი მუმლაძე გამოჩნდა.

პარტიის შეკრებაზე ასევე იმყოფებიან სხვა მოწვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის პაატა მანჯგალაძე, სერგო ჩიხლაძე და გიგი უგულავა.