თურქეთში ძლიერი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი გაზიანტეპიაა.
"თურქეთში ძლიერი მიწისძვრაა - 7.7 მაგნიტუდა. სირიის საზღვართან. ქალაქი გაზიანტეპია ეპიცენტრი" - წერს გოდოლაძე.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით ძლიერად კი ბათუმში.
ჯერჯერობით მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.