ავტორი:

დღის ფოტო - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში: მაშველებს ნანგრევებიდან პატარა ბიჭუნა ამოჰყავთ

დღის ფოტო - დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში: მაშველებს ნანგრევებიდან პატარა ბიჭუნა ამოჰყავთ

თურქეთში, სირიის საზღვართან დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისქვეშა ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია როგორც თურქეთის, ისე სირიის ტერიტორიაზე. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობამ 1300-ს გადააჭარბა. დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფში იყო. მოგვიანებით კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით. "ტვიტერში" ვრცელდება ფოტო სტიქიის ზონიდან, რომელზეც ჩანს, როგორ ამოჰყვათ მაშველებს ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="tr" dir="ltr">Bir bebek enkazdan sağ salim cikarildı 🥹 <a href="https://t.co/nULdonQkDp">pic.twitter.com/nULdonQkDp</a></p>&mdash; Asb (@Asbghostyeni6) <a href="https://twitter.com/Asbghostyeni6/status/1622533908410650624?ref_src=twsrc%5Etfw">February 6, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მოამზადა: ანა სიბოშვილმა