ავტორი:

არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა

არნოლდ შვარცნეგერი ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანით დაეჯახა

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოყვა. 75 წლის ყოფილი ბოდიბილდერი, ლოს ანჯელესში, ველოსიპედით მოსიარულე ქალს ავტომანქანით დაეჯახა.

წყაროს თქმით, შვარცნეგერი ინციდენტში დამნაშავე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ქალმა მეორე ზოლში გადაჭრა გზა და შეჯახება გარდაუვალი გახდა.

"ტერმინატორის“ ვარსკვლავი, გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად არ გადაადგილდებოდა, თუმცა მას საშუალება არ მიეცა, რომ მუხრუჭისთვის ფეხი შეჯახებამდე დაეჭირა. TMZ-ის ცნობით, მსახიობი არც ნასვამი და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილა.

შვარცნეგერმა შემთხვევის ადგილზევე ითანამშრომლა პოლიციის ოფიცრებთან და დაზარალებული ქალბატონის ველოსიპედი შესაკეთებლადაც თავად წაიღო სახელოსნოში. ქალი მცირე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 75 წლის ვარსკვლავი თავად არ დაშავებულა. როგორც გამოცემა იტყობინება, შემთხვევის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა