ავტორი:

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი ნანი ზარანდია ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი ნანი ზარანდია ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.